Tea tsulukiani biography definition

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 იანვარი, 2024
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 მარტი, 2021 – 1 იანვარი, 2024
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 2020 – 30 მარტი, 2021
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე
წინამორბედიგენადი მარგველაშვილი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 29 სექტემბერი, 2020
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
წინამორბედიზურაბ ადეიშვილი
მემკვიდრეგოჩა ლორთქიფანიძე

ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 2012 – 7 ნოემბერი, 2012
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
წინამორბედიმერაბ სამადაშვილი
მემკვიდრეთამარ კორძაია

დაბადებული21 იანვარი, 1975 (1975-01-21) (49 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველო
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ამპერის სახელობის ლიცეუმი
პროფესიაიურისტი, დიპლომატი
საქმიანობაპოლიტიკოსი
ხელმოწერა

თეა წულუკიანი (დ.

21 იანვარი, 1975, თბილისი) — ქართველიპოლიტიკოსი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან2020 წლის 29 სექტემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი (2019 წლის 19 სექტემბრიდან ასევე ვიცე-პრემიერი[1]). 2020-2021 წლებში საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 2021 წლის 19 მარტიდან (ოფიციალურად 22 მარტიდან) 2024 წლის 1 იანვრამდესაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.[2] ვიცე-პრემიერი 2021 წლის 12 ივლისიდან.[3]2024 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად.

ბიოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ლიონისამპერის სახელობის ლიცეუმი, საფრანგეთში. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და დაამთავრა 1997 წელს. 2000 წელს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) დაიცვა მაგისტრის ხარისხი.

2000-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატებს“, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, და მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2020 წლის 29 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თანამდებობა დატოვა.[4]

2020-2021 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]